სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებს. „როიტერის“ ცნობით, არმიამ ქალაქ რაქას დასავლეთით მთავარი კაშხალი დაიკავა, ასევე სამხედრო აეროპორტი ქალაქ ტაბქაში. აღნიშნული სტრატეგიული პუნქტების კონტროლის დაკარგვის შესახებ ქურთული ძალების მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. როგორც „როიტერი“ წერს, ამ დროისთვის უცნობია, გრძელდება თუ არა მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები.