ვითარება სირიაში

სირიის უსაფრთხოების ძალებმა ასობით ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებთან შეტაკებების დაწყების შემდეგ, სირიის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა 745 ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ყველაზე მძიმე ძალადობაა სირიაში მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა დეკემბერში ასადის რეჟიმი დაამხეს. ეს რიცხვი მოიცავს სამთავრობო ჯარების ათობით წევრსა და ასადის ერთგულ შეიარაღებულ პირებს.