ვითარება სტიქიის ზონაში – შოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა

10:02, 04.08.2023

 რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. სტიქიის გამო, გარე სამყაროს მოწყვეტილი კურორტიდან მოქალაქეები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გადმოჰყავთ. უკვე ევაკუირებულია 140-ზე მეტი ადამიანი. ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობაზე და ადგილზე არსებულ ვითარებაზე განცხადებები საგანგებო შტაბის წევრებმა უნდა გააკეთონ. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.

 

მსგავსი