ვითარება შოვში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

რაჭაში სტიქიის შედეგებსა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნენ. ირაკლი ღარიბაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, მიმდინარეობს 36 ადამიანის სამძებრო სამუშაოები. ასევე სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვებიან თავდაცვის ძალები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები ონში გენო ოსიყმაშვილმა მოისმინა.