ვითარება შოვში, სტიქიის ზონაში – ონის ცენტრალური სტადიონის ტერიტორია საევაკუაციო ცენტრად არის გადაკეთებული

12:10, 04.08.2023

ქალაქ ონის ცენტრალური სტადიონის ტერიტორია საევაკუაციო ცენტრად არის გადაკეთებული – ადგილზე ვერტმფრენების დახმარებით შოვიდან გამოყვანილი მოქალაქეები გადაჰყავთ. სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამწუხაროდ, დადასტურდა ინფორმაცია კიდევ ოთხი დაღუპულის შესახებ. ამ ეტაპზე არსებული ცნობით, სტიქიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შალვა სუმბაძე მუშაობს ონში – დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი