ვითარება შეერთებულ შტატებში

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.