ვითარება საქართველოს საზღვარზე - შეფასებები პარლამენტში

ოპოზიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შემოსვლას აპროტესტებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის წინაშეა. საპირისპიროს ამბობენ „ქართულ ოცნებაში“ და სტატისტიკურ მონაცემებზე მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც მაჩვენებლები გაზრდილი არ არის.