ვითარება საოკუპაციო ზოლთან უცვლელია

ვითარება საოკუპაციო ზოლთან უცვლელია. ადგილზე სიტუაცია მშვიდია. მდგომარეობას სამართალდამცველები აკონტროლებენ. თუმცა, მოსახლეობას ტერიტორიის სიახლოვეს გადაადგილების საშუალება ჯერ ისევ არ აქვს. ამ დრომდე ჟურნალისტები სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მუშაობას ვერ ახერხებენ. განვითარებულ მოვლენებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დროებით დაკავებას დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაძაბულობისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც სამწუხარო ფაქტია, თუმცა იქვე ამბობს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს ახლა კარგავს, არასწორია.

 

დატოვე კომენტარი