ვითარება საოკუპაციო ზოლთან

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება. უწყების განცხადებაში წერია, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, მოსახლეობას სრულ იზოლაციაში აქცევს და ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს ქმნის. ეს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს, აგრესიული ქმედებებითა და პროვოკაციებით ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს.

ამავე ამოცანას ემსახურება აგრეთვე საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება, იქ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის, სამუშაოების დაწყება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ.