ვითარება საოკუპაციო ზოლთან

სოფელ გუგუთიანთკარში ისევ რჩებიან ქართველი სამართალდამცველები. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სადემარკაციო სამუშაოები არ განუახლებიათ, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ახალი ბოძები დაამონტაჟეს, რამაც უკვე შეუქმნა გადაადგილების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას. საოკუპაციო ზოლთან დღეს მოამბის ჟურნალისტი მარიამ მენაბდე იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა და არსებულ ვითარებაზე  შეფასებები მოისმინა.