ვითარება საოკუპაციო ზოლთან

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს. საოკუპაციო ხაზთან ახალი ინსტალაცია რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალის სიახლოვეს გააკეთეს. საუბარია ოკუპირებულ ნაწილზე 2020 წელს აშენებულ საგუშაგოზე, რომელიც ახლა სავარაუდოდ, რკინის მავთულით შემოღობეს. ეს საგუშაგო სოფლის სალოცავიდან დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე მდებარეობს. ადგილობრივებს უჭირთ იმის თქმა, კონკრეტულად რა სამუშაოები ხორციელდება, რადგან შეუიარაღებელი თვალით ამ ტერიტორიის დანახვა რთულია. ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.