ვითარება საოკუპაციო ზოლთან

საოკუპაციო ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი გრძელდება. მოსახლეობის განცხადებით, უკვე ერთი თვეა რუსი სამხედროები ე.წ. გამყოფ ხაზთან პერიოდულად ჩნდებიან და უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი, ოკუპანტები სოფელ ზარდიანთკარსა და ოკუპირებულ ხელჩუას შორის, აქტიურად მუშაობენ.
უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – ნინო ფისაძის ჩართვა ადგილიდან.