ვითარება საოკუპაციო ზოლთან

საოკუპაციო ხაზთან რამდენიმედღიანი სამუშაოების შემდეგ, დღეს რუს სამხედროებს ე.წ. სადემარკაციო საქმიანობა არ განუახლებიათ. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დირბსა და ტახტისძირში დღეს დილით საოკუპაციო ძალები არ გამოჩენილან. ადგილობრივები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული მიწის ფართობების დამუშავებას განაგრძობენ და არსებულ საფრთხეებზე საუბრობენ. უკანონო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ განახლდა.  ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან, რუსმა სამხედროებმა ჯერ ხის ბოძები დაამონტაჟეს და შემდეგ ხნული გაავლეს. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მოამბე