ვითარება საოკუპაციო ხაზთან

ლოდინის მე-12 დღე – არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი ღიად რჩება.

34 წლის მამაკაცის ცხედრის გადმოცემის მიზნით დღეს ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ, თუმცა ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ზოლი უკომენტაროდ დატოვეს.

გაურკვეველია იმ ორი მოქალაქის დაბრუნების თარიღიც, რომლებიც 22 თებერვალს ახალგორში ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.

ნინო ფისაძე მუშაობს ერგნეთში.

დატოვე კომენტარი