ვითარება საოკუპაციო ხაზთან

სოფელ მეჯვრისხევში რუსმა სამხედროებმა ახალი. ე.წ. მანიშნებლები გააკეთეს. თეთრი ლენტები ხეებსა და ბუჩქებზე სოფლის სასაფლაოსთან, რამდენიმე კილომეტრზეა გავლებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. საზღვარი დაახლოებით ერთი კილომეტრით არის გადმოწეული. მეჯვრისხეველები შიშობენ, რომ თუ მონიშვნის სამუშაოები საოკუპაციო ძალებმა გააგრძელეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაძლოა, ორი სახლი და სოფლის სასაფლაოს ნაწილიც მოჰყვეს. დღეს საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროებიც გამოჩნდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ყველა დესტრუქციული ქმედების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან ჟენევის დისკუსიის მონაწილეებიც.