ვითარება საოკუპაციო ხაზთან

ღოღეთისა და თამარაშენის შემდეგ, ოკუპანტებმა ხნულები ატოცშიც გაავლეს.

რამდენიმე კილომეტრზე საოკუპაციო ხაზზე ახალი ხნულები რკინის ღობეებს მიუყვება. დე-ფაქტო რეჟიმი ახალ ხნულებს „ხანძარსაწინააღმდეგოს“ უწოდებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება.

დატოვე კომენტარი