ვითარება საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ.

რუსი სამხედროები დილიდან სოფელ ტახტისძირთან გამოჩდნენ. მათ ქარელის რაიონში შარშან დაწყებული პროცესი განაახლეს. მძიმე ტექნიკის გამოყენებით უკვე გავლებულია დაახლოებით ერთი კილომეტრი სიგრძის ხნული. ადგილზე დამონტაჟებულია ლითონის ბოძები, რაზეც სავარაუდოდ მალევე გაივლება მავთულხლართი.