ვითარება საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე. წ. სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. დაახლოებით ხუთასი მეტრის სიგრძეზე რუსმა სამხედროებმა ხის ბოძები გუშინ განალაგეს. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რას ემსახურება ხის ბოძების მონტაჟი და რას ჰყვებიან ადგილობრივები, ნინო ფისაძე გვეტყვის.