ვითარება საოკუპაციო ხაზთან

მავთულხლართების შემდეგ საგუშაოები.

საოკუპაციო რეჟიმმა ახალი ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება დაიწყო. სათვალთვალო კოშკურა პრაქტიკულად უკვე მოწყობილია სოფელ ხურვალეთის და ოკუპირებული ძუკაანთკარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე. პარალელურად ხურვალეთში საოკუპაციო ძალების გააქტიურება შეინიშნება.

ადგილობრივი მოსახლეობა სახლებიდან გამოსვლასაც ერიდება და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. თბილისში ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით არაღიარებული რეჟიმი მიმოსვლის უფლებას უზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სერვისის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ხშირად გადმოდიან. მით უმეტეს, რომ ცხინვალთან დამაკავშირებელი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება.

ხურვალეთში მიმდინარე პროცესები ერგნეთში ხვალისთვის დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.