ვითარება საოკუპაციო ხაზთან

ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში.