ვითარება საოკუპაციო ხაზთან

სოფელ მერეთთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციულ ქმედებებს, უწყება ოფიციალური განცხადებით ეხმაურება: ”საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს”.

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოვიდა.

დატოვე კომენტარი