ვითარება საოკუპაციო ხაზთან

12:14, 17.05.2020

ამ წუთისთვის ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს შორის არსებულ მონაკვეთზე სიმშვიდეა.

საოკუპაციო ძალები დღეს ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან. ე. წ. გამშვებ პუნქტთან, რომელიც სოფელ საბერიოსა და ფახულანს შორის არის განთავსებული, ხის მორები გუშინ მიიტანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი ინსტალაციების აღმართვა იგეგმება.

უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

მსგავსი