ვითარება საოკუპაციო ხაზთან

ოკუპანტების მორიგი უკანონო ქმედება.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები რკინის ბოძებს ამონტაჟებენ. სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

ოკუპანტების ქმედებას ოფიციალური თბილისი გმობს.

ნინო ფისაძე  იმყოფება საოკუპაციო ხაზთან.