ვითარება საოკუპაციო ხაზთან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, საოკუპაციო რეჟიმს დღეს სამუშაოები არ განუახლებია. რუსი სამხედროები იმ ტერიტორიაზე,  სადაც გუშინ ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, დღეს აღარ გამოჩენილან. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დრომდე საქართველოს ორი მოქალაქე რჩება. სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები, საოკუპაციო რეჟიმმა ორი დღის წინ დააკავა. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია მათი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ.

ნინო ფისაძეა ბოლო ინფორმაციით ადგილიდან.