ვითარება საოკუპაციო ხაზთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ერგნეთსა და ოკუპირებულ მამისაანთუბანს შორის ახალი მავთულხლართების დამონტაჟების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. სუს-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული მწვანე ფერის ღობე, უკანონოდ აღიმართა 2012 წელს, ხოლო მავთულხლართის უკანონო მონტაჟი, საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წელს განხორციელდა. საოკუპაციო ხაზთან ახალი მავთულხლართების გავლების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ ადგილობრივებიც. ისინი ამბობენ, რომ რკინის ღობეებთან მავთულხლართები ძველი დამონტაჟებულია.