ვითარება  საოკუპაციო ხაზთან

შეზღუდვების შიში აქვთ საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ ოჯახებსაც.

კირბალი, მეჯვრისხევი, აძვი – საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ერთი ნაწილის სასაფლაოები, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამიტომ აღდგომის ყოველ დღესასწაულზე, საფლავებზე გასვლა ადგილობრივებისთვის დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები პატრულირებენ. რეალური საფრთხეებისა და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული დაკავებების მიუხედავად, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებმა ოკუპირებულ სასაფლაოებზე გასვლა მაინც დაიწყეს.