ვითარება საოკუპაციო ხაზთან  

სოფელი ხურვალეთი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით რუსი სამხედროები დღეს სოფელში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ დასტურდება. ბორდერიზაციის ახალ ფაქტებს უარყოფს ევროკავშირის მისიაც. ხელისუფლება ყველა მხარეს პროვოკაციული განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლში კონტროლი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერებულია. საოკუპაციო ხაზს იქით რუსი სამხედოროების აქტივობები დღესაც დაფიქსირდა. სუაბარია იმ ახალ ხელოვნური ბარიერის, ანუ სათვალთვალო კოშკურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ ძუკაანთკარს შორის თვენახევრის წინ დამონტაჟდა.

ნინო ფისაძე მოგვაწვდის ხურვალეთიდან ბოლო ინფორმაციას.

 

 

დატოვე კომენტარი