ვითარება საკარანტინო ზონაში

122 დადასტურებული შემთხვევა და 46 გამოჯანმრთელებული. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები ბოლნისის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ადგილობრივების სამედიცინო გამოკვლევებს აგრძელებენ.

დღეს დაგეგმილია სოფელ მუშევანიდან საკვლევი მასალების ლაბორატორიაში გადაგზავნა. კიდევ ერთ მკაცრ საკარანტინო ზონაში, სოფელ სავანეთში, ეპიდემიოლოგებმა გუშინ დაასრულეს მუშაობა და გადაგზავნილი 37 ნიმუშიდან, ყველა უარყოფითი იყო.

ბოლნისის საკარანტინო ზონიდან ბოლო ინფორმაციას გიორგი კობერიძე მოგვაწვდის.