ვითარება საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან 

21:37, 23.10.2026

საფრანგეთი ახალი საპროტესტო ტალღის მოლოდინში.

ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული – მიღებულია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები, ხელისუფლება დემონსტრანტებს ძალადობის და ვანდალიზმის შემთხვევაში მკაცრი რეაგირებით ემუქრება. შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული იქნება 70 000 სამართალდამცველი, გამოიყენებენ ვერტმფრენებსა და უპილოტო საფრენ აპარატებსაც. პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გარკვეულ ადგილზე დაწესებულია კომენდანტის საათი, აქციების გამართვის უფლება კი მხოლოდ პროფკავშირებს მიეცათ, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ხუთ პროფკავშირთან ერთად, ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში, 24 ოქტომბრისთვის მასობრივი გამოსვლები „ყვითელჟილეტიანებმაც“ დააანონსეს. 17-18 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების, არეულობის და მოროდიორობის საპრევენციოდ პოლიციას მკაცრი მოქმედების ინსტრუქცია აქვს მიღებული. სკოლის მოსწავლეების აქციებით და მასობრივ სოციალურ პროტესტში გადაზრდილი გამოსვლები – რა ვითარებაა საფრანგეთის დედაქალაქში შაბათ-კვირის უმართავი პროცესების შემდეგ.

„მოამბე“ პარიზშია – ლევან ახალაია მუშაობს საფრანგეთის დედაქალაქში.

მსგავსი