ვითარება საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან
ასობით ათასი მომიტინგე, შეტაკებები პოლიციასთან, 1 300-ზე მეტი დაკავებული დემონსტრანტი და 54 დაშავებული სამართალდამცველი – ეს საფრანგეთში გუშინ გამართული მორიგი მასშტაბური აქციის შედეგია.
სასწავლო პირობებით უკმაყოფილო სტუდენტების მიერ სექტემბერში დაწყებული პროტესტი, მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები ახლა ცხოვრების ხარჯების არამართლზომიერ ზრდასაც აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, მხოლოდ გუშინ აქციების მიმდინარეობისას პროტესტის მონაწილეებმა სულ 24 მაღაზია გაძარცვეს, ხოლო პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს გაჩენილ 75 ხანძარზე რეაგირება მოახერხა. პოლიციამ პარიზსა და რამდენიმე სხვა ქალაქში აქციის დასაშლელად კვლავ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. წესრიგის უზრუნველსაყოფად ქუჩებში 70 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული.
დღეს საფრანგეთში შედარებით სიმშვიდეა. რაში ხედავენ გამოსავალს აქციის მონაწილეები და ხელისუფლების წარმომადგენლები? – „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია და ვახო ლეკიაშვილი განაგრძობენ საფრანგეთში მუშაობას.
#მოამბე პარიზიდან – ლევან ახალაიას პირდაპირი ჩართვა.