ვითარება სადაზღვევო სექტორში 

განვითარების რა ეტაპზეა ქართული სადაზღვევო სექტორი – არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე დაზღვევის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იმსჯელეს.

როგორც ირკვევა, წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიების მოგება იზრდება და კონკურენციაც მაღალია. გაზრდილია სადაზღვევო პროდუქტების მიმართ მოქალაქეების ინტერესიც, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები, რაც ამ დრომდე მოუგვარებელია. მათ შორის სექტორი წლებია ელოდება მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას. რაც შეეხება მიმდინარე წლის ტენდენციებს, ინფლაციიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები სადაზღვევო პოლისების მნიშვნელოვან გაძვირებას პროგნოზირებენ.