შეზღუდვები საავტომობილო მაგისტრალებზე

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის, ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ასევე ამ დროისთვის, საჩხერე-ონის გზასა და ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოხსნილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ჯერჯერობით კვლავ ძალაშია. საქართველოს მასშტაბით, რიგ ადგილებში რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ნარჩუნდება და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. გადაადგილების რეჟიმის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ გვერდზე georoad.ge -ზე შეგიძლიათ ნახოთ.