ვითარება საავტომობილო გზებზე
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური–კობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე, ასევე ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის გარკვეულ ნაწილზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო მონაკვეთზე, აიაზმა-ნინოწმინდის, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ქორენიში-შოვისა და ჯვარი-უშგულის მონაკვეთებზე. ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა-შატილისა და უშგული-ლასდილის გზებზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია ორბელის უღელტეხილსა და და ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთებზე.