ვითარება საავტომობილო გზებზე

12:03, 11.01.2026

უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, იგივე შეზღუდვა მოქმედებს ფარავნის ტბის ტერიტორიაზე. ჩაკეტილია ლარსის გამშვები პუნქტიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მიმართულებით კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსგავსი