ვითარება რუსთაველის გამზირზე

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთისთვის სიმშვიდეა. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის აღარ იმყოფებიან. შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გამთენიისას დატოვეს. რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები აქციაზე 19:00 საათზე შეიკრიბნენ.

თავდაპირველად, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. თუმცა, მათი ნაწილი დემონსტრანტებმა შეძახილებითა და სტვენით გააცილეს. ტრიბუნა ახალგაზრდებმა და აქტივისტებმა დაიკავეს და შეკრებილებს მიმართავდნენ. მთავარი მოთხოვნები კი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომლის გამართვასაც, აქციის მონაწილეები პროპორციული სისტემით მოითხოვენ.

დღევანდელი შეკრებაც 19:00 საათისთვის არის ჩანიშნული. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან „თბილსერვისის“ თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ტერიტორიას აწესრიგებდნენ.