ვითარება რუხის კლინიკაში

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს რუხის საავადმყოფო დაათვალიერეს.  დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რუხის კლინიკა უნიკალური პროექტია, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმძლავრეები აქვს.  ამ ეტაპზე კლინიკას ერთდროულად 78 პაციენტის მიღება შეუძლია. დღეს აქ რვა პაციენტი მკურნალობს, საავადმყოფოს მედპერსონალისა და პაციენტების კვებას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება 23 აპრილს დაიწყო.