ვითარება რიკოთის უღელტეხილზე

უკვე მესამე დღეა, მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, რიკოთის უღელტეხილი მთლიანად ჩაკეტილია. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებმა, მეწყერის განვითარების რისკები დაინახეს, შესაბამისად, მშენებელ კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს. სამუშაოები მხოლოდ სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გაგრძელდება.

ამჟამად კი რიკოთის ცენტრალური მაგისტრალის ნაცვლად, მოქალაქეებს გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე შეუძლიათ. თუმცა, დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა. რაც შეეხება სატვირთოებს, სოფელ არგვეთთან სპეციალურად მოწყობილ სადგომზე ასობით სატვირთოა გაჩერებული. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობის აკრძალვის გამო, შემოსავლების სამსახური თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს საზღვრის კვეთასკარწახისა“ და „ვალეს“ გავლით სთავაზობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.