ვითარება რეგიონებში

ქალაქებსა და რაიონებში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, მოსახლეობის თერმო-სკრინინგი გრძელდება.

გაზრდილი რისკების შემთხვევაში საეჭვო ფაქტების დროულად გამოსავლენად ტარდება სწრაფი ტესტირება. ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა ქობულეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია დაფიქსირებული. ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ გაზრდილა არც ლენტეხში, რომელიც 10 აპრილს ხუთი ადამიანის ინფიცირების შემდეგ ჩაიკეტა.

სამედიცინო შემოწმების და მკაცრი საკარანტინე წესების დაცვის პარალელურად ჩაკეტილი ტერიტორიების სურსათის მომარაგებაც გრძელდება.