ვითარება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში, ერთი მგზავრი მოათავსეს, რომელიც საქართველოში პარიზის რეისით ჩამოვიდა. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა, შესაბამისად, მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, საავადმყოფოში, ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი – ხვალ გახდება ცნობილი. კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე სიმპტომებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ვირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდება.

დატოვე კომენტარი