ვითარება პოლონეთის და ბელარუსის საზღვართან

ევროკავშირმა ბელარუსს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს.

ბრიუსელი პრეზიდენტ ლუკაშენკოს ამჯერად ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის საზღვართან მიგრანტების ნაკადის მიყვანით მინსკი ალიანსში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს. სასანქციო ზომები ბელარუსულ ავიახაზებზე შეზღუდვების ამოქმედებასაც გულისხმობს. სწორედ მათი საშუალებით ახდენს ბელარუსი ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ტრანსპორტირებას. მოსალოდნელი სანქციების პარალელურად, ბელარუსის საზღვართან სამხედროების რაოდენობას აორმაგებს პოლონეთი. მიზეზი სწორედ არალეგალი მიგრანტების მხრიდან საზღვრის გადაკვეთის მცდელობების აღკვეთაა.