ვითარება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავრუსის დიაგნოზით მოთავსებული 80 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. კლინიკის დირექტორის თქმით, მათთან კორონავიურუსით ინფიცირებული სულ ოთხი პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით მკურნალობენ,  რაც მხოლოდ ორი პრეპარატის მიღებას გულისხმობს.

დამაკმაყოფილებელია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 31 პაციენტის მდგომარეობაც, რომელთაც კორონავირუსული ინფექცია აქვთ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, კლინიკაში არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური.