ვითარება პარლამენტთან 

უცვლელი მოთხოვნებით პროტესტს განაგრძობს ოპოზიცია.

მხარდამჭერებთან ერთად ხელისუფლების ოპონენტები დღეს კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან და მისი პიკეტირება სცადეს. საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ჰქონდა მიღებული პოლიციას. ცოცხალ ძალასთან ერთად პარლამენტის გარშემო მდებარე ქუჩებზე განთავსებული იყო რკინის დამცავი საპოლიციო ჯებირები.

ლიკა ალელიშვილი მუშაობს პარლამენტთან.