ვითარება პარლამენტის შენობაში

ასე გამოიყურება დღეს დილიდან აქციის ადგილი. მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებული სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები, რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი. თქვენ ახლა ხედავთ კადრებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურმა გაავრცელა. გუშინდელი ღამის მოვლენების შემდეგ ასეთია ვითარება პარლამენტის გარე და შიდა პერიმეტრზე.