ვითარება პანკისის ხეობაში

ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეც-ოპერაციის გარშემო. მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ახმედ ჩატაევსა და მის შვილს შორის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ სპეც-ოპერაციის ჩატარების დროს სამართალდამცავებმა შეცდომები დაუშვეს. იგივე პოზიცია აქვს პანკისის უხუცესების ნაწილსაც.  მეორე მხრივ, არსებობს საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ჩანაწერები, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მაჩალიკაშვილის და კიდევ ოთხი დაკავებულის ახმედ ჩატაევთან კავშირები დასტურდება. სუსის ინფორმაციით, სწორედ ისინი დაეხმარნენ ტერორიზმში ბრალდებულ ჩატაევსა და მის ჯგუფს საქართველოში შემოსვლაში, დაბინავებასა და იარაღის მოძიებაში. დაჭრილი მაჩალიკაშვილის სახლში დღის ბოლოს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ოთახში, სადაც 19 წლის ახალგაზრა დაჭრეს, ორი საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

გურამ როგავა მუშაობდა პანკისში.