ვითარება პანკისის ხეობაში

დაპირისპირების და არეულობის შემდეგ პანკისის ხეობაში სადავო ჰესის მშენებლობა შეჩერებულია. მოსახლეობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელ ძიბათხევთან ალაზნის პირზე ელექტროჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ამ წუთამდე სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. კონკრეტული პირების აყვანის შემთხვევაში ხეობის მცხოვრებლები პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოში მხოლოდ ექვსი სამართალდამცველი რჩება.

გუშინდელი მოვლენების შედეგად სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქეა.