ვითარება პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე

პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება რთულდება, მხარეები ერთმანეთის მიმართულებით დარტყმებს ახორციელებენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ავღანელი თალიბები პაკისტანის პოსტებს ესხმიან თავს. ვრცელდება ინფორმაცია 58 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ასევე ირკვევა, რომ „თალიბანმა“ პაკისტანის ორი სასაზღვრო პუნქტი დაიკავა მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ქაბულზე საჰაერო დარტყმა მიიტანა. პაკისტანურმა  მხარემ დაადასტურა შეტაკებები საზღვრის ხუთზე მეტ ლოკაციაზე და აღიარა, რომ საპასუხო დარტყმებს თავადაც ახორციელებს. „თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრი კი დონალდ ტრამპის მიერ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ავღანეთი არავის სამხედრო ჩარევას არ დაუშვებს.