ვითარება „ოპოზიციურ ალიანსში“

კარი ბევრჯერ მიუხურეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ არსად წასვლას აპირებს – ჯერჯერობით მაინც, თუმცა, როგორც აქამდე, არც ახლა, ალიანსის საერთო აქტივობებში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრ ბრალდებასთან ერთად „პოლიტიკურ სიზარმაცეში“ არაერთხელ დაადანაშაულეს, სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე არც დღეს გამოჩენილან. რუსთავის ციხიდან კი დირექტივები არ წყდება და პატიმარი ლიდერი პარტიისთვის სახალხო ორგანიზაციისა თუ ღრმა და ყოვლისმომცველი იერის მოსაპოვებლად დიდ რეფორმებს აანონსებს.

ვიდრე ალიანსის ლოგოდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოს გასაქრობად ფინანსურ რესურსს მოიძიებენ, აქტუალური ისევ წარსული წყენების გახსენებაა ნაძალადევ ერთობაში.