ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში

აფხაზეთი და ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე არიან.

ოკუპირებულ რეგიონებში საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე წვდომის პრობლემაა. მდგომარეობა საოკუპაციო რეჟიმის იმ გადაწყვეტილებამ დაამძიმა, რომლის მიხედვითაც უკვე მე-12 დღეა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა ე.წ. გამშვები პუნქტი დახურულია. არაღიარებული ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტი, – წითელას ეპიდაფქება, – ოფიციალური თბილისისთვის საფუძველს მოკლებულია. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ დიდთოვლობის გამო, როკის გვირაბში სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია.