ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში რჩება.

ცნობილი ტრავმატოლოგის დაკავების და ტყვეობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ამჯერად გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებმა მიიღეს და ფაქტი მკაცრად დაგმეს. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ბოლოს ორი კვირის მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. ახლა ყველა ხვალინდელ დღეს ელოდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული გაფრინდაშვილის პროცესი ხვალ ცხინვალის ე.წ. სასამართლოში უნდა გაიმართოს.