ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში

მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმაში ბრალდებულის დაღუპვას ცხინვალში მღელვარება მოჰყვა.  ერთ-ერთი ვერსიით, ინალ ჯაბიევი ე.წ. სამართალდამცველებმა დაკითხვაზე ცემაში მოკლეს. გავრცელდა მის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების ამსახველი კადრები. მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი, პირი ნიკოლაი ცხოვრებოვი, ასევე მძიმე მდგომარეობაში, ზნაურის საავადმყოფოშია.  საპროტესო აქციაზე გამოსული ადგილობრივები დე ფაქტო მთავრობის წევრებთან ერთად ე.წ. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობასაც ითხოვდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ის რჩება თანამდებობაზე. ინალ ჯაბიევის საქმეზე რვა პირია დაკავებული.